3D Gallery


andrzej_brych.jpg

ანჟეი ბრიჩი

ავტორის შესახებ

1 ოთახი

2 ოთახი

ანჟეი ბრიჩი

დაიბადა 16.09.1963.პოლონეთში.
1989 წელს დაამთავრა მუსიკალური აკადემია, საყვირის სპეციალობით, ქალაქ პოზნანში, პოლონეთი.
2000 წელს საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც ფუტბარნის მოძრაობის თეატრში დაიწყო მუსიკოსად მუშაობა.
ამის პარალელურად, მან პორტრეტების ხატვა დაიწყო. დღევანდელ დღემდე ანჟეი ბრიჩმა შექმნა რამდენიმე ათასი პორტრეტი. ავტორი ძირითადათ ნახატებში ზეთის და აკრილის საღებავებს და პასტელს იყენებს.
როგორც თვითონ ავტორი ამბობს, ყოველივე მისი ნახატი წარმოადგენს მისი პიროვნების ნაწილს. ყოველივე მისი ნამუშევარი არის მშვენიერი მაგალითი ხელოვნებაში არსებულ შტამპებისაგან და სტერეოტიპებისგან განთვისუფლებისა. ავტორის თავისუფლებისაკენ ლტოლვა ყოველ მის ფერწერულ თუ გრაფიკულ ნამუშევარს ლეიტმოტივად გასდევს.
20 წლის მანძილზე, ბატონმა ანჟეი ბრიჩმა მონაწილეობა მიიღომრავალ გამოფენაში - ლიონში, კანში, არლე, პარიზში, გრენობლში, დივ - სურ-მერში და საფრანგეთის და პოლოონეთის სხვადასხვა ქალაქებში.
გამოფენის მუსიკალური გაფორმების ავტორი და შემსრულებელი არის ქალბატონი ჰანნა ბრიჩი - პიანისტი, რომელმაც ასევე დაამთავრა პოზნანის მუსიკალური აკადემია.


კონტაქტი ავტორთან:    FB Andrzej Brych     E_mail: brych.andrzej@gmail.com     mob: +33 648 98 93 01


ჩვენი განხილვის საგანს წარმოადგენს ანჯეი ბრიჩის პორტრეტების სერია.
ავტორი ამბობს, რომ მის მიერ შექმნილ ყველა პორტრეტში ის საკუთარ თავს ხედავს,
იშვიათია მნახველი, რომელზეც ეს პორტრეტები შთაბეჭდილებას არ მოახდენს - ძლიერი ექსპრესია, შემოქმედებითი თავისუფლებისკენ ლტოლვა, სევდა დათუ გინდათ ტრაგიზმიც კი. გრძნობების ეს მდიდარი პალიტრა - მძლავრი და ექსპრესიული მონასმების, ხისტი, დრამატული ხაზების და საოცარი სილამაზის ფერთა შეხამებით მიიღწევა.
გამოფენაზე წარმოდგენილ არაჩვეულებრივი პორტრეტების სერიას, გარდა მათი მძაფრი გამომსახველობისა, სწორედ ფერთა იშვიათი სილამაზე ამთლიანებს - რაც წარმოგვიჩენს ავტორის საოცრად ექსპრესიულ და ჰარმონიულ სამყაროს.
როდესაც ანჯეი ბრიჩის პორტრეეტებს ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ უამრავ სარკეში არეკლილ მხატვრის რეალურ სახეს, გვესმის საყვირის ჰანგები და როიალის მშვენიერი აკომპანიმენტი - ეს მისი შთაგონების წყაროა და სამყარო, რომელშიც არტისტი ცხოვრობს და ქმნის თავის საოცარ ნამუშევრებს.

ხელოვნებადმცოდნე:  ი.გ.