ნატალი
დე პიტა (ამირეჯიბი)


დაბადების თარიღი:
09.07.1971

CV

1988-1998 წლებში ნატალი დე პიტა სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, შემდგომ კი სორბონას (Paris)უნივერსიტეტში.
აქვს მიღებული თანამედროვე ხელოვნების ლისანსი (სორბონა) და მხატვარ-გრაფიკოსის მაგისტრის წოდება (თბ.სამხატვრო აკადემია).
ასევე 2004 წ. გავლილი აქვს დიზაინის სტაჟირება ტრავიზანუტოს მოზაიკის სახელოსნოში.
1985-2016 წლებში ნატალი დე პიტას აქვს მიღებული მონაწილეობა 42 ჯგუფურ და 19 პერსონალურ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში, აშშ, ესპანეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში.
ასევე აქვს მიღებული მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში და სარეზიდეციო პროგრამებში.
2009-2012 წლებში მან განახორციელა რამოდენიმე მონუმენტური პროექტი საქართველოში. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში და ბათუმის "პიაცაზე"(ყველაზე დიდი ფიგურატული მარმარილოს მოზაიკა ევროპაში).

ნატალი დე პიტას აქვს მიღებული Drouot-cotation რეიტინგი (2016)